აშშ-მა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, საუდის არაბეთის 17 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის 17 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „შავ სიაში“ მოხვდნენ სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალური კონსული და იმ პირთა ჯგუფი, რომლებიც გამოძიების იფნორმაციით, თურქეთში ხაშოგის მკვლელობის ოპერაციაში მონაწილეობისთვის ჩავიდნენ, მათ შორი მაჰერ მუთრები, რომელიც ოპერაციის კოორდინატორად მიიჩნევა.
„პირებმა, რომლებმაც მიზანმიმართულად და სასტიკად მოკლეს აშშ-ში მცხოვრები და მომუშავე ჟურნალისტი, თავიანთი ქმედებებისთვის პასუხი უნდა აგონ“, – აღნიშნულია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მოკლეს.