აშშ-მა ირანში, ნათენზის ბირთვულ ობიექტზე იერიში ბუნკერსაწინააღმდეგო ჭურვებით მიიტანა
აშშ-მა ირანში, ნათენზის ბირთვულ ობიექტზე იერიში ბუნკერსაწინააღმდეგო ჭურვებით მიიტანა

აშშ-მა ირანში, ნათენზის ბირთვულ ობიექტზე იერიში ბუნკერსაწინააღმდეგო ჭურვებით მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

ირანის ატომური სააგენტოს ცნობით, ტერიტორიის დათვალიერების შედეგად რადიოაქტიური დაბინძურების ან გაჟონვის კვალი არ შეინიშნება.

გაერო-ს საერთაშორისო ატომური სააგენტო აშშ-სა და ისრაელს ბირთვული ინციდენტების თავიდან ასარიდებლად ბირთვული ობიექტების სიახლოვეს „სამხედრო თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივნისში, ფორდოსა და ნათენზის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მასირებული ავიაიერიშის დროს ათობით GBU-57 ტიპის ბომბები იქნა ჩამოყრილი.