აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. სანქციები დაუწესდა ქვეყნის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის რვა პირს.

„შავ სიაში“ მოხვედრილ პირებს შორის არიან ირანის უმაღლესი უშიშროების საბჭოს მდივანი ალი შამხანი, დაჯგუფება „ბასიჯის“ მეთაური ღოლამრეზა სულეიმანი და ირანის სულიერ ლიდერთან დაკავშირებული ექვსი ჩინოსანი. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, ეს პირები ასრულებდნენ ირანის ტერორისტულ შეთქმულებებს და კავშირი აქვთ საპროტესტო გამოსვლების 1 500-მდე მონაწილის მკვლელობასთან.

ამას გარდა, სანქციები დაუწესდა 23 კომპანიას და სამ გემს, რომლებიც საქმიანობენ ირანის რკინის, ფოლადის, ალუმინისა და სპილენძის სფეროში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ასევე გამოსცემს განკარგულებას, რომელიც ირანის ეკონომიკის გარკვეული სექტორებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, მათ შორის ტექსტილის, სამთო-მომპოვებელი მრეწველობისა და სამშენებლო სექტორებისთვის.

„როგორც პრეზიდენტმა გუშინ აღნიშნა, სანქციები დარჩება ძალაში, ვიდრე ირანი არ შეიცვლის თავის საქციელს. ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გაუგზავნის მკაფიო და ერთიანი გზავნილი ირანულ რეჟიმს – ირანის ტერორის, მკვლელობისა და ნგრევის კამპანია არ იქნება შეწყნარებული“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.