აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა მოხსნა.
ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, ბლოკადა ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში შემავალი და გამავალი ყველა საზღვაო მოძრაობისთვის უკვე მოხსნილია.
სარდლობის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის სამხედრო გემები რეგიონში რჩებიან, რათა აშშ-ირანის შეთანხმების ყველა ასპექტის დაცვა უზრუნველყონ.
„დღეს, აშშ-ის ძალებმა, პრეზიდენტის მითითების შესაბამისად, მოხსნეს ირანის პორტებსა და სანაპირო ზოლში შემავალი და გამავალი ყველა საზღვაო მოძრაობის ბლოკადა. ამერიკული ძალები არ უშლიან ხელს გემების ტრანზიტს ირანის პორტებისკენ ან პორტებიდან. აშშ-ის სამხედრო ბლოკადის ძალაში ყოფნის ყველა მცდელობა შეწყდა. ჩვენი შესანიშნავი საზღვაო ხომალდები დარჩებიან საერთო არეალში, რათა უზრუნველყონ შეთანხმების ყველა ასპექტის დაცვა, შესრულება და სრული ძალითა და ეფექტურობით მოქმედება“ ,- ნათქვამია განცხადებაში.