აშშ-მა გერმანიაში „რამშტეინის“ ბაზაზე 1999 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური რაოდენობის შეიარაღება განათავსა. სამხედრო ბაზის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ოქტომბერში გერმანიაში სხვადასხვა იარაღითა და აღჭურვილობით დატვირთული 100-მდე კონტეინერი ჩავიდა.
„შეიარაღების განთავსება მიზნად ისახავს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწრაფი პასუხი აგრესიული აქტორებისგან შექმნილი საფრთხის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ავიაბაზა „რამშტეინი“ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვარგარეთ არსებული უმსხვილესი დასაყრდენი პუნქტია. ავიაბაზაზე ასევე განთავსებულია ევროპაში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების შტაბ-ბინა.