აშშ-მა გერმანიაში F-22-ის ტიპის გამანადგურებლების ესკადრილია განალაგა
აშშ-მა გერმანიაში F-22-ის ტიპის გამანადგურებლების ესკადრილია განალაგა

ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბში განაცხადეს, რომ  8 აგვისტოს ამერიკული ავიაცია გერმანიაში განლაგდა.

„აშშ-მა F-22 Raptor-ების ესკადრილია განალაგა გერმანიაში, ავიაბაზა შპანგდალემზე. სამხედრო ობიექტზე დისლოცირებულია შესაბამისი ტექნიკა და პილოტები, რაც სხვა ევროპული ქვეყნების ავიაციასთან ერთად საწვრთნელი ფრენების განხორციელებისთვისაა საჭირო. ესკადრილიის განთავსება რუსეთის შეკავების ინიციატივის ნაწილია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან ერთად, როგორც ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, ამერიკული გამანადგურებლები გერმანიაში იქნებიან ბაზირებულები, თუმცა წვრთნებში სხვა ევროპულ სახელმწიფოებშიც ჩაერთვებიან.

F-22 Raptor-ის ტიპის გამანადგურებლები აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს 2005 წელს დაემატა. მოიერიშეები აღჭურვილია სპეციალური ტექნოლოგიით, რომელიც ამ გამანადგურებლებს რადარებისთვის შეუმჩნეველს ხდის.