აშშ-მა გაერო-ში მომუშავე 12 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერო-ში მომუშავე 12 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აშშ-ის გაერო-ს მისია რუს დიპლომატებს დაზვერვის ოპერატორებად აფასებს, რომლებიც ჯაშუშურ საქმიანობაში არიან ჩართულები, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.
„დიპლომატები, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ, ჩართულები იყვნენ ისეთ საქმიანობაში, რომელიც ეწინააღმდეგება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს, ასევე მათი, როგორც დიპლომატების მოვალეობას“, – განაცხადა გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ, რიჩარდ მაილსმა.