აშშ-მა და თალიბანმა საზავო შეთანხმებას მიაღწიეს, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ „ძალადობის შემცირების“ შვიდდღიანი შეთანხმების შემდეგ, 10 დღის განმავლობაში ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, რომელიც მთელ ქვეყანას, მათ შორის ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს მოიცავს.
აღნიშნული ინფორმაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის სახელწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის ავღანეთის პრეზიდენტთან, აშრაფ ღანისთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
შეთანხმებამ, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უჭერს მხარს, ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილის გაყვანა შეიძლება გამოიწვიოს. სამშვიდობო შეთანხმება ე.წ. საგზაო რუკის შექმნას ითვალისწინებს, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკური მომავალი უნდა უზრუნველყოს.