აშშ-მა და საბერძნეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება განაახლეს
აშშ-მა და საბერძნეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება განაახლეს

აშშ-მა და საბერძნეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება განაახლეს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, განახლებული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ნატო-ს მოკავშირეებს, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოება განამტკიცონ.

აშშ-სა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში შეთანხმება 1990-იან წლებში გაფორმდა. ეს შეთანხმება აძლევს საშუალებას ამერიკელ სამხედროებს, საბერძნეთის ტერიტორიაზე წვრთნები და ოპერაციები ჩაატარონ.

ვაშინგტონისა და ათენის მიერ ხელმოწერილი განახლებული შეთანხმება უვადოა და ის მხოლოდ ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება შეწყდეს.

დატოვე კომენტარი