აშშ-მა და ჩრდილოეთ კორეამ შვედეთში ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განაახლეს
აშშ-მა და ჩრდილოეთ კორეამ შვედეთში ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განაახლეს

აშშ-მა და ჩრდილოეთ კორეამ შვედეთში ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განაახლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მოლაპარაკების შედეგების პროგნოზირება საკმაოდ რთულია, თუმცა როგორც დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, მხარეებს შორის შეხვედრა გადამწყვეტ მომენტში მიმდინარეობს. მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპს სამშობლოში იმპიჩმენტი ემუქრება. რის გამოც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შესაძლოა, მხარდაჭერა დაკარგოს.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ჩრდილოეთ კორეაში იციან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმების მიღწევა ყველაზე მეტად სწორედ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ფხენიანმა კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.