აშშ-მა ბრაზილიიდან უცხოელი მგზავრების მიღება შეაჩერა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აშშ-ის ტერიტრიაზე შესვლა აკრძალული იქნება იმ უცხოელებისთვის, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ბრაზილიაში.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აშშ-ში ვირუსი არ ჩაიტანონ. მისივე თქმით, შეზღუდვა ეხება მხოლოდ მოქალაქეებს და ბრაზილიასთან ვაჭრობა ჩვეულებრივად გაგრძელდება.
ბრაზილიაში ამჟამად კოვიდინფექცია 347 000 ადამიანს აქვს გამოვლენილი. ის ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.