აშშ-მა ბელარუსს საზღვარზე რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოსაჩენი აღჭურვილობა გადასცა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსს საზღვარზე რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოსაჩენად სპეცაღჭურვილობა გადასცა. ინფორმაციას ბელარუსის საზღვრის დაცვის კომიტეტი ავრცელებს.
საუბარია უკრაინასთან არსებულ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების რადიაციული კონტროლის სისტემებით აღჭურვაზე. მოდერნიზაციის შედეგად, საკონტროლო-გამშვები პუნქტი დისტანციური მონიტორინგის სისტემით, საგანგებო აღჭურვილი ავტომობილებით, რადიაციული კონტროლის მოწყობილობებითა და ინდივიდუალური დაცვის სისტემებით აღიჭურვა.
ბელარუსის საზღვრის დაცვის კომიტეტის ცნობით, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი ბელარუსის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენისა და აღმოფხვრის მიზნით, ქვეყანას ტექნიკური აღჭურვილობით 2013 წლიდან უზრუნველყოფს.