აშშ-მა ავღანეთის ცენტრალურ ბანკს ცხრა მილიარდ დოლართან წვდომა შეუზღუდა
აშშ-მა ავღანეთის ცენტრალურ ბანკს ცხრა მილიარდ დოლართან წვდომა შეუზღუდა

აშშ-მა ავღანეთის ცენტრალურ ბანკს ცხრა მილიარდ დოლართან წვდომა შეუზღუდა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ვაშინგტონში ეს გადაწყვეტილება „თალიბანისთვის“ აღნიშნულ აქტივებთან წვდომის შეზღუდვის მიზნით მიიღეს.

როგორც „უოლ სთრით ჯოურნალიწერს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ კვირას აღკვეთა ავღანეთში დიდი რაოდენობით ნაღდი ფულის მიწოდების ფაქტები.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს მოძრაობა თალიბანმა დაიკავა ქაბული და ავღანეთის ისლამური საემიროს შექმნის შესახებ განაცხადა.