აშშ-მა ალუმინისა და ფოლადის ტარიფებზე მოლაპარაკებები 30 დღით გაახანგრძლივა
აშშ-მა ალუმინისა და ფოლადის ტარიფებზე მოლაპარაკებები 30 დღით გაახანგრძლივა

აშშ-მა ალუმინისა და ფოლადის ტარიფებზე მოლაპარაკებები გაახანგრძლივა. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, ევროკავშირს, კანადას და მექსიკას ალუმინსა და ფოლადზე ტარიფები ჯერჯერობით არ დაუწესდებათ.

მოლაპარაკებები კიდევ 30 დღით გაგრძელდება. შეთანხმება იქნა მიღწეული არგენტინისთვის, ავსტრალიისთვის და ბრაზილიისთვის ბაჟისგან მუდმივი გათავისუფლების შესახებ.

მარტში დონალდ ტრამპმა ფოლადსა და ალუმინზე გლობალური ტარიფები დააწესა, რამაც აშშ-სა და მის სავაჭრო პარტნიორებს შორის უთანხმოება გაზარდა. ევროკავშირში ამბობენ, რომ ტარიფებისგან გათავისუფლებას ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში  საპასუხო ზომების მიღებას არ გამორიცხავენ.