აშშ-მა 180 დღით შეაჩერა „კეისრის აქტის“ ფარგლებში სირიისთვის დაწესებული სანქციები

23:15, 10.11.2025

აშშ-მა 180 დღით შეაჩერა „კეისრის აქტის“ ფარგლებში სირიისთვის დაწესებული სანქციები. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში განაცხადეს.

„გადაწყვეტილება აჩერებს სანქციებს, გარდა რუსეთსა და ირანთან დაკავშირებული გარკვეული ტრანზაქციებისა“, – აცხადებენ სახაზინო დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს აშშ-მა მიიღო „კეისრის აქტი“, რომლის მიხედვითაც, სანქციები შეეხებოდა ყველა იმ კომპანიას, რომელიც თანამშრომლობდა ასადის რეჟიმთან, ასევე მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც კავშირში იყვნენ სირიის მთავრობასთან და ყველას, ვინც სირიის ფინანსურად დახმარებას შეეცდებოდა.

მსგავსი