აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა
აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

აშშ-ი ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში უკვე პირველ ადგილზეა.

ქვეყანაში ვირუსი 85 653 ადამიანს აქვს დადგენილი.

ეპიდემიის ეპიცენტრი ნიუ იორკია, სადაც ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

გასული ღამის განმავლობაში ახალი ინფიცირების 100-100-ზე მეტი შემთხვევა სულ მცირე 24 შტატში გამოვლინდა.