აშშ კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას ოფიციალურად დაუბრუნდა

20:01, 19.02.2021
FILE PHOTO: An aerial view of floating ice taken by a drone launched from Greenpeace's Arctic Sunrise ship in the Arctic Ocean, September 15, 2020. Picture taken September 15, 2020. REUTERS/Natalie Thomas/File Photo

ამერიკის შეერთებული შტატები კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას ოფიციალურად დაუბრუნდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო საზოგადოება და მეცნიერები მიესალმნენ აშშ-ის დაბრუნებას შეთანხმებაში, რომელიც ჯო ბაიდენის მიერ პოსტის დაკავებიდან 30-ე დღეს მოხდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ამის შესახებ პირველ ოფიციალურ სამუშაო დღეს განაცხადა.

2015 წელს მსოფლიო ლიდერები პარიზში შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად შეემცირებინათ სათბურის აირების გამოყოფა. 2016 წელს აშშ-მა და თითქმის ყველა სხვა ქვეყანამ კლიმატის ამ უმნიშვნელოვანესი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. აშშ ერთადერთი ქვეყანა გახდა, რომელმაც 200-მდე ქვეყნის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება 2020 წლის 4 ნოემბერს დატოვა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამ ნაბიჯის მიზეზად ის დიდი ხარჯები დაასახელა, რომელიც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას უკავშირდება.

მსგავსი