აშშ ”ხელმოცარულთა” მუნდიალის ჩატარებას გეგმავს

18:49, 15.11.2017

ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურის ფედერაციას დაგეგმილი აქვს ტურნირის ორგანიზება, რომელშიც მასპინძელი ნაკრების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ის ქვეყნები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდნენ.

აშშ-მ უკვე დაგეგმა იტალიის, ჰოლანდიის, განასა და ჩილეს ნაკრებებისთვის მოსაწვევის გაგზავნა. ასევე განიხილება კოტ დ’ივუარის, ირლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და სლოვაკეთის მიწვევა.

ტურნირის ჩატარებას ვარაუდობენ აშშ-ში ეროვნული ჩემპიონატების დასრულების შემდეგ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე.

მსგავსი