აშშ, კანადა და მექსიკა ახალ სავაჭრო შეთანხმებას 30 ნოემბერს გააფორმებენ
აშშ, კანადა და მექსიკა ახალ სავაჭრო შეთანხმებას 30 ნოემბერს გააფორმებენ

აშშ, კანადა და მექსიკა ახალ სავაჭრო შეთანხმებას 30 ნოემბერს გააფორმებენ. ამის შესახებ მექსიკის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმებას ხელი არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში მოეწერება, სადაც ამავე დღეს დიდი ოცეულის სამიტი იწყება.

ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (NAFTA) გადახედვა პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში მოსვლისთანავე მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სავაჭრო ურთიერთობიდან გასვლით დაიმუქრა.  წელიწადნახევრიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეებმა მნიშვნელოვან საკითხებზე საბოლოო შეთანხმების მიღწევა შეძლეს.

ხელმოწერის შემდეგ  დოკუმენტი სამივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამოწმოს,  ძალაში შესვლისთვის კი სახელმწიფო ლიდერებმა მას ხელი უნდა მოაწერონ.