აშშ-ის ჯორჯიის შტატში, სკოლის ავტოსადგომზე გამოსაშვები საღამოს შემდეგ სროლა ატყდა
ჯორჯიის შტატში ერთ-ერთი სკოლის ავტოსადგომზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ერთი მოქალაქე. კიდევ ერთი დაიჭრა. FOX New-ის ინფორმაციის სროლის ხმა ჯონსბოროს სკოლის პარკინგზე გაისმა.
ჟურნალისტების ცნობით, ინციდენტს პანიკა მოჰყვა, რა დროსაც ორსული ქალი დაშავდა.
ABC-ის ინფორმაციით, სროლა გამოსაშვები საღამოს შემდეგ დაიწყო. ამას წინ ცერემონიის მონაწილეთა შორის ჩხუბი უძღოდა.
გუშინ ცეცხლი ტეხასის ერთ-ერთ სკოლაშიც გახსნეს. 17 წლის მოზარდმა დიმიტრიოს პაგურტისმა 9 თანატოლი და პედაგოგი მოკლა. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მომხდარის გამო აშშ-ში 22 მაისამდე ეროვნული დროშები დაშვებული იქნება.