აშშ-ისკენ მიმავალი მიგრანტთა ნაკადის შესაკავებლად გვატემალის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი და ჯოხები გამოიყენეს
აშშ-ისკენ მიმავალი მიგრანტთა ნაკადის შესაკავებლად გვატემალის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი და ჯოხები გამოიყენეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
8 000-მდე მიგრანტი გვატემალაში 15 იანვრის შემდეგ შევიდა. მიგრანტთა უმრავლესობა ჰონდურასისა და ელ სალვადორის მოქალაქეა, რომლებიც ქვეყნიდან გაქცევის მიზეზად სიღარიბესა და ძალადობას ასახელებენ.
გვატემალის გავლის შემთხვევაში, მიგრანტთა ნაკადის შესაკავებლად ასობით სამართალდამცველს ამზადებს მექსიკაც. ქვეყნის ხელისუფლება საზღვრის არაავტორიზებული კვეთის წინააღმდეგია.