აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს
აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სირიის კონფლიქტზე და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს . დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. განხილვის მთავარი თემა სირიის ქალაქ მანბიჯსა და იდლიბის რეგიონში არსებული ვითარება იყო.
სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ ორმხრივ და რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით ახლო კონტაქტს შეინარჩუნებენ. თურქული მედიის ცნობით, ტრამპმა და ერდოღანმა სინაგოგაზე განხორციელებული თავდასხმა დაგმეს.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ სირიის ქალაქ მანბიჯში ამერიკელმა და თურქმა სამხედროებმა ერთობლივი პატრულირების პირველი ეტაპი დაიწყეს.
შეთანხმების მიხედვით, ქურთულმა დაჯგუფებებმა, რომლებსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციებად განიხილავს, ქალაქი უნდა დატოვონ.