აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სირიაში განხორციელებული ქიმიური შეტევა დაგმეს
აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სირიაში განხორციელებული ქიმიური შეტევა დაგმეს. ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელეს.
ელისეის სასახლის განცხადებაში წერია, რომ საფრანგეთის ლიდერმა სირიის ქალაქ დუმაში განხორციელებული ქიმიური იერიში მკაცრად დაგმო.
“მომხდარზე პასუხისმგებელი ყველა პირი უნდა დადგინდეს”, – ნათქვამია განცხადებაში. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ დღეს გაეროში დაგეგმილ საგანგებო სხდომაზე, რომელიც დუმაში განხორციელებულ შესაძლო ქიმიურ შეტევას ეხება, კოორდინირებულად იმოქმედებენ.
სირიელი მოხალისეების თქმით, 8 აპრილს ქალაქ დუმაზე მიტანილ იერიშს სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა.