აშშ-ისა და რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელებმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს
აშშ-ისა და რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელებმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს

აშშ-ისა და რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელებმა საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

მარკ მილის და ვალერი გერასიმოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

„2021 წლის 23 ნოემბერს შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, არმიის გენერალ ვალერი გერასიმოვს და აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის შორის, რომლის დროსაც სამხედრო ლიდერებმა საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები განიხილეს“, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებაში.

დატოვე კომენტარი