აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის წევრი ლორენ ბობერტი ავღანეთიდან ჯარის გამოსვლისას შეცდომების გამო ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის ინიციატივით გამოვიდა
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის წევრი, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი ლორენ ბობერტი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების ინიციატივით გამოდის. მედიის ცნობით, მიზეზად ის ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოსვლის დროს დაშვებულ შეცდომებს ასახელებს. ლორენ ბობერტს კიდევ ხუთი „რესპუბლიკელი“ უჭერს მხარს.
„ბაიდენის რეჟიმის მხრიდან არ ყოფილა არანაირი პასუხისგება, არავინ გადამდგარა, ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი გამოძიება არ დაწყებულა, არავის მოუხდია ბოდიში“, – განაცხადა ლორენ ბობერტმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლორენ ბობერტი ამ ეტაპზე კოლეგებთან ერთად იმპიჩმენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების პროცესშია.