აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები, 2019 წლის შემდეგ პირველად, ჩინეთში ჩავიდნენ
2019 წლის შემდეგ პირველად, ჩინეთში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები ჩავიდნენ. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
აშშ-ის წარმომადგენლების ჩინეთში ვიზიტის მიზანი აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაა. აშშ-ის დელეგაციას დემოკრატი ადამ სმიტი – წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, რომელიც პენტაგონსა და აშშ-ის სამხედრო ძალებს კურირებს.
ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან შეხვედრის დროს ამერიკელმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ მსოფლიოს ორმა უდიდესმა ეკონომიკამ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა და „გაალღოს ყინული“ თავიანთ ურთიერთობაში.
„ორივეს შეგვიძლია, ვაღიაროთ, რომ ჩინეთმა და აშშ-მა უნდა იმუშაოს ამ ურთიერთობების გასამყარებლად, რომლებიც არ უნდა იყოს ისეთი, რა დროსაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლების ვიზიტებს შორის შვიდი ან ექვსი წელი გავა“, – თქვა სმიტმა.