აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა დონალდ ტრამპის გამოსვლის ტექსტის ასლი საჯაროდ დახია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონლდ ტრამპის კონგრესში გამოსვლის ტექსტი საჯაროდ დახია. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარი გამოსვლის ტექსტის ასლი მას კონგრესში მისვლის დროს გადასცა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე კონგრესში ყოველწლიურ გამოსვლაზე მისულმა აშშ-ის პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ხელი არ ჩამოართვა.

კადრებში ჩანს, რომ პელოსიმ ტრამპს ხელი გაუწოდა, მან კი ხელი არ ჩამოართვა.

დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე ყოველწლიური გამოსვლით დღეს მესამედ წარდგა.