აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული კომისიის წევრები საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმებიან
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული კომისიის წევრები საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმებიან

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული კომისიის წევრები საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმებიან. ამის შესახებ საუბარია კომისიის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ რეფორმების მიღებას ქართველი ხალხის მოთხოვნების საპასუხოდ, რომლებიც უფრო წარმომადგენლობით და გამჭვირვალე პოლიტიკურ სისტემას მოითხოვდნენ. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორებს პარლამენტში, როდესაც ისინი ამ კრიტიკულ რეფორმას აამოქმედებენ“, – ნათქვამია კომისიის „ტვიტერის“ გვერდზე.

კომისიის შემადგენლობაში არის 12 დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენი. კომისიას ხელმძღვანელობს რესპუბლიკელი დევიდ პრაისი.