აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატი კონგრესმენები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვადის 18 წლით შეზღუდვის ინიციატივით გამოდიან
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატი კონგრესმენები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვადის 18 წლით შეზღუდვის ინიციატივით გამოდიან

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები კანონპროექტის წარდგენას გეგმავენ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვადის 18 წლამდე შეზღუდვას ითვალისწინებს. ამჟამად აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან.

დემოკრატიული პარტიის მიერ შემუშავებული კანონპროექტის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება წერს, დოკუმენტი საშუალებას მისცემს ყველა პრეზიდენტს, თავისი ოთხწლიან ვადის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატი წარადგინოს.

კანონპროექტის წარდგენას კონგრესმენები რო ხანა, ჯო კენედი მესამე და დონ ბეიერი აპირებენ. აშშ-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გარდაიცვალა მოსამართლე რუთ გინსბურგი.

აშშ-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან. მოსამართლეობის კანდიდატს პრეზიდენტი წარადგენს, რის შემდეგაც მას სენატი ამტკიცებს, სადაც ამჟამად უმრავლესობას მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანაპარტიელები – რესპუბლიკელები ფლობენ.

უზენაესი სასამართლოს წევრის ვაკანტურმა ადგილმა დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის წინასაარჩევნო ბრძოლა კიდევ უფრო გაამწვავა. დონალდ ტრამპი მოსამართლის პოსტზე კანდიდატის წარდგენას 26 სექტემბერს გეგმავს. რესპუბლიკელები კი ითხოვენ, რომ მოსამართლე 3 ნოემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნოს.