აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მდივნის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მდივნის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა შიდა უსაფრთხოების მდივნის, ალეხანდრო მაიორკასის იმპიჩმენტს.

მაიორკასს რესპუბლიკელები მექსიკის საზღვარზე უპრეცედენტო რაოდენობის მიგრანტების შემოდინებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ,რომ მან ვერ შეძლო დადებული ფიცის შესრულება და მოვალეობის შესრულება საზღვრის დასაცავად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტია უმრავლესობას ფლობს, რის შედეგადაც პალატამ 214 ხმით 213-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა იმპიჩმენტს.

იმპიჩმენტს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. მისი თქმით, ეს არაკონსტიტუციური პარტიულობის აშკარა აქტი და პოლიტიკური მოქმედებაა.

მაიორკასის იმპიჩმენტის საკითხს ახლა სენატი განიხილავს, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ.

შიდა უსაფრთხოების მდივანი პირველია, რომელსაც ბოლო 150 წლის განმავლობაში იმპიჩმენტი მოუწყვეს.