აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ისრაელის ან უკრაინის დაფინანსებას არ ითვალისწინებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ისრაელის ან უკრაინის დაფინანსებას არ ითვალისწინებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტი დაამტკიცა მთავრობის მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად. კანონპროექტს 336-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 95-მა მისცა ხმა. ახლა დოკუმენტი დასამტკიცებლად სენატს გადაეგზავნება.

ე.წ. შათდაუდნის თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი საბოლოოდ პარასკევის შუაღამემდე უნდა დამტკიცდეს, რა დროსაც მოქმედ დროებით ბიუჯეტს ვადა ეწურება.

წარდგენილი დროებითი ბიუჯეტის პროექტი მთავრობის მუშაობის დაფინანსებას იანვრის შუა რიცხვებამდე უზრუნველყოფს. რესპუბლიკელების მიერ წარდგენილი დროებითი ბიუჯეტის პროექტი არ ითვალისწინებს ისრაელის ან უკრაინის დაფინანსებას.

შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა 45-დღიანი დროებითი ბიუჯეტი, რამაც ქვეყანას თავიდან ააცილებინა მთავრობის მუშაობის შეჩერება. მოქმედ დროებით ბიუჯეტს 17 ოქტომბერს ეწურება ვადა.