აშშ-ის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი ისრაელში იმყოფება და შესაძლოა, ღაზასაც ეწვიოს
აშშ-ის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი ისრაელში იმყოფება და შესაძლოა, ღაზასაც ეწვიოს. ისრაელის მედიის ცნობით, უიტკოფი აპირებს, მოინახულოს ჰუმანიტარული დახმარების პუნქტები, რომელსაც ამერიკისა და ისრაელის ჯგუფები ერთობლივად მართავენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ღაზაში არსებული უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარების გამო საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო შეშფოთებულია და ისრაელს ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
სტივ უიტკოფი ასევე შეხვდება ისრაელის მაღალჩინოსნებს.