აშშ-ის ვაჭრობის მდივანი – ამერიკელებისთვის ტრამპის მიერ დაპირებული 5 000 დოლარის დივიდენდები გადასახადის გადამხდელების ფულიდან არ გამოიყოფა

00:43, 12.09.2026

ამერიკელებისთვის ტრამპის მიერ დაპირებული 5 000 დოლარის დივიდენდები გადასახადის გადამხდელების ფულიდან არ გამოიყოფა,  – ამის შესახებ აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა.

ლუტნიკის თქმით, ადმინისტრაციას შეუძლია იმ ფულის გამომუშავება, რომლის გადახდაც დონალდ ტრამპს სურს და არა დეფიციტიდან და არა გადასახადის გადამხდელებისგან.

ტრამპმა პირობა დადო, რომ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში თუ რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატასა და სენატს გააკონტროლებენ, მისი ადმინისტრაცია ჯილდოს სახით ყველა ზრდასრულ ამერიკელს „დივიდენდს“ გადაუხდის.

„ერთად ჩვენ ამ გეგმას განვახორციელებთ და ამ თანხას ამერიკელებს გადავუხდით და არა გადასახადის გადამხდელების ფულიდან“, – აღნიშნა ჰოვარდ ლუტნიკმა.

ამასთან, აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ტრამპის პლატინის ბარათი ახსენა, რომელიც ვაჭრობის დეპარტამენტის მომავალი პროგრამაა. ეს მდიდარ პირებს საშუალებას აძლევს, ხუთი მილიონი დოლარი გადაიხადონ აშშ-ის ვიზების კიდევ 270 დღით გასაგრძელებლად.

„ჩვენ ჩასვლის მსურველი 100 000-ზე მეტი ადამიანი რიგში გვყავს. ეს 500 მილიარდი დოლარია“, –  განაცხადა ლუტნიკმა.

მსგავსი