აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა 33 ჩინური კომპანია და ორგანიზაცია „შავ სიაში“ შეიყვანა
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა 33 ჩინური კომპანია და ორგანიზაცია „შავ სიაში“ შეიყვანა

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა 33 ჩინური კომპანია და ორგანიზაცია „შავ სიაში“ შეიყვანა. შესაბამისი ინფორმაცია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კომპანიები ჩინეთის ხელისუფლებას უიღურების უმცირესობის წარმომადგენლების თვალთვალში ეხმარებიან, ან მათ აქვთ კავშირი ჩინეთის შეიარაღებულ ძალებთან და მასობრივი განადგურების იარაღთან.

შვიდი კომპანია და ორი ინსტიტუტი დასახელდა თანამონაწილედ უიღურებისა და სხვა ჯგუფების წინააღმდეგ ჩინეთის რეპრესიების, მასობრივი დაკავებების, იძულებითი შრომისა და მაღალტექნოლოგიური თვალთვალის კამპანიის თანამონაწილედ.

ვაჭრობის დეპარტამენტის ცნობით, კიდევ 20-მდე სხვა კომპანიას, სამთავრობო ინსტიტუტს და კომერციული ორგანიზაცია ჩინეთის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი პროდუქციის შეძენას უწყობს ხელს.

„შავ სიაში“ მოხვედრილ კომპანიებს შორისაა NetPosa – ხელოვნური ინტელექტზე მომუშავე ცნობილი ჩინური კომპანია, რომელის შვილობილი კომპანია სახეების ამოცნობის ტექნოლოგიებზე მუშაობს.