აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ რელიგიურ შეკრებებზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ნიუ იორკის გუბერნატორის ინიციატივა დაბლოკა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ რელიგიურ შეკრებებზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ნიუ იორკის გუბერნატორის ინიციატივა დაბლოკა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ რელიგიურ შეკრებებზე დასწრებასთან დაკავშირებით ხელახალი შეზღუდვის შესახებ ნიუ იორკის გუბერნატორის ინიციატივა დაბლოკა. ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

კერძოდ, უზენაესმა სასამართლომ ხუთი ხმით ოთხის წინააღმდეგ გააუქმა ენდრიუ კუომოს 6 ოქტომბრის ინიციატივა, რომელიც რელიგიურ შეკრებებზე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა.

შეზღუდვები ეხებოდა რელიგიური მსახურების ჩატარებას ბრუკლინისა და ქვინსის რაიონში.

გუბერნატორის ინიციატივა ნიუ იორკის ტერიტორიაზე მასობრივი შეკრების და ბიზნეს საქმიანობის ზღვარსაც აწესებდა. ინიციატივის მიზანი ნიუ იორკის რაიონებში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეჩერება იყო.

დატოვე კომენტარი