აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემის პირობები გაამკაცრა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემის პირობები გაამკაცრა. ახალი წესების მიხედვით, ჰონდურასელი, გვატემალელი და სხვა ქვეყნების მოქალაქეები აშშ-ში ჩასვლას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც მექსიკის ხელისუფლება მათ თავშესაფარზე უარს ეტყვის. შესაბამისი განკარგულება სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული წესები არ შეეხება იმ პირებს, ვინც აშშ-ში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ჩაიყვანეს.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან.
ამასთან, როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, აღნიშნული რეგულაციების განხილვა უზენაეს სასამართლოში კვლავ გაგრძელდება მას შემდეგ, რაც ამ საკითხთან დაკავშირებული საქმეების განხილვა ქვედა ინსტანციებში დასრულდება.