აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში ახალი, მასშტაბური საბანკეტო დარბაზის მშენებლობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა

00:34, 01.09.2026

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში ახალი, მასშტაბური საბანკეტო დარბაზის მშენებლობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა. სასამართლომ უარყო ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციის სარჩელი, რომელიც სადავო პროექტის განუსაზღვრელი ვადით შეჩერებას ითხოვდა. ინფორმაციას „სიენენიავრცელებს.

გადაწყვეტილება ხმათა 5-4-ის თანაფარდობით მიიღეს. რვაგვერდიან განჩინებაში უმრავლესობამ დაასკვნა, რომ ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ ფონდს, სავარაუდოდ, არ ჰქონდა პროექტის გასაჩივრების სამართლებრივი უფლება.

სიენენის“ ცნობით, მოსამართლეებს არ დაუდგენიათ, თავად საბანკეტო დარბაზის პროექტი კანონიერია თუ არა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია თითქმის 8 400 კვადრატული მეტრი ფართობის საბანკეტო დარბაზის მშენებლობას დაჩქარებული ტემპით აგრძელებს. დასავლური მედია აღნიშნავს, რომ ტრამპი მას საკუთარი პრეზიდენტობის მემკვიდრეობის საფუძვლად მიიჩნევს. ამასთან, პროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა კვლავ გრძელდება.

მსგავსი