აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მოთხოვნა, რომ ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ ფოსტით ხმის მიცემა გამკაცრდეს, არ დააკმაყოფილა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მოთხოვნა, რომ ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ ფოსტით ხმის მიცემა გამკაცრდეს, არ დააკმაყოფილა. თეთრი სახლის ლიდერს სურდა, რომ უზენაეს სასამართლოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეეცვალა.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტის გეგმა, შესაძლოა, კანონიერი აღმოჩნდეს, თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ შტატისა და ადგილობრივ მაღალჩინოსნებს ახალი ცვლილების განსახორციელებლად საკმარისი დრო არ ექნებოდათ.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, 2026 წლის 3 ნოემბერს ჩანიშნულ შუალედურ არჩევნებში ამომრჩევლებს ფოსტით ხმის მიცემის უფლება ექნებათ.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ხმის მიცემის ამ გზით აშშ-ის ამომრჩეველთა თითქმის მესამედი სარგებლობს, მათ შორის თავად დონალდ ტრამპიც.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ფოსტით ხმის მიცემის შეზღუდვის შესახებ ხელი აღმასრულებელ განკარგულებას მარტში მოაწერა. მისი თქმით, აღნიშნული სისტემა თაღლითობის რისკს შეიცავს.