აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩეულმა ემი კონი ბარეტმა ფიცი დადო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უზენაეს სასამართლოში წარდგენილმა ემი კონი ბარეტმა თეთრ სახლში ფიცი დადო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 48 წლის ბარეტის კანდიდატურას სენატში უყარეს კენჭი. მას აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში, რომელსაც რესპუბლიკლები აკონტროლირებენ, მხარი 52 სენატორმა დაუჭირა. 48 წინააღდმეგი იყო.
თეთრ სახლში გამართულ ფიცის დადების ოფიციალურ ცერემონიალზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ბარეტის დანიშვნა მნიშვნელოვანი მომენტია ამერიკისთვის, აშშ-ის კონსტიტუციისა და მიუკერძოებელი კანონის უზენაესობისთვის“.
უზენაეს სასამართლოში მოსამართლის კანდიდატურა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გასულ თვეში ცნობილი ამერიკელი მოსამრთლე რუთ გინსბურგი გარდაიცვალა.
ახალი მოსამართლე ბარეტი რიგით მესამე მოსამართლეა, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დაინიშნა.