აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მცხოვრებ ათასობით იმიგრანტს არ ექნება საშუალება, მიიღოს მუდმივი ბინადრობის უფლება
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მცხოვრებ ათასობით იმიგრანტს არ ექნება საშუალება, მიიღოს მუდმივი ბინადრობის უფლება

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მცხოვრებ ათასობით იმიგრანტს არ ექნება საშუალება, მიიღოს მუდმივი ბინადრობის უფლება. საქმე ეხება იმ მიგრანტებს, რომლებიც დროებითი დაცვის სტატუსით (TSP) სარგებლობენ.

უზენაესი სასამართლოს მიერ ერთსულოვნად მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ფედერალური საიმიგრაციო კანონმდებლობა აშშ-ში უკანონოდ შესულ პირებს, რომლებსაც დროებითი დაცვის სტატუსი აქვთ, ქვეყანაში მუდმივად დასარჩენად „მწვანე ბარათის“ მიღებას უკრძალავს. ეს გადაწყვეტილება ეხება ასევე იმ ადამიანებს, რომლებმაც სამშობლო ომებისა ანდა ბუნებრივი კატასტროფების გამო დატოვეს.

დროებითი დაცვის სტატუსი ამ ადამიანებს დეპორტაციისგან იცავს და ლეგალურად დასაქმების უფლებას აძლევს. დროებითი დაცვის სტატუსით აშშ-ში ამჟამად 12 ქვეყნიდან ჩასული 400 000 ადამიანი სარგებლობს. მათ შორის არიან სალვადორის, ჰაიტის, ნეპალის, ნიკარაგუას, სომალის, სამხრეთ სუდანის, სუდანის, სირიის, ვენესუელას და იემენის მოქალაქეები.

ამასთან, როგორც სასამართლოში განმარტეს, ვერდიქტი არ ეხება იმ პირებს, ვინც ლეგალურად ჩავიდა აშშ-ში და ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ დარჩა ქვეყანაში. სასამართლოს განმარტებით, ამ პირებს აშშ-ის მუდმივი ბინადრობის მოთხოვნის უფლება აქვთ.