აშშ-ის უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების გეგმაზე აშშ წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა
აშშ-ის უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების გეგმაზე აშშ წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ საგანგებო საომარი მდგომარეობის გამოცხადების გეგმის შესახებ აშშ წინასწარ არ ყოფილა ინფორმირებული.

„ადმინისტრაცია კონტაქტზეა კორეის რესპუბლიკის მთავრობასთან და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას, რათა მეტი ინფორმაცია მოიპოვოს. ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებუი ადგილზე განვითარებული მოვლენებით“, – აღნიშნულია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის განცხადებაში.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამხრეთ კორეაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმირებულია. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის კავშირი სამხრეთ კორეასთან კვლავ „რკინასავით მტკიცეა“.