აშშ-ის უისკონსინის შტატის ხელისუფლებამ ორ ოლქში ხმების გადათვლა დაასრულა და გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა
აშშ-ის უისკონსინის შტატის ხელისუფლებამ ორ ოლქში ხმების გადათვლა დაასრულა და გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა

აშშ-ის უისკონსინის შტატის ხელისუფლებამ ორ ოლქში ხმების გადათვლა დაასრულა და გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა. უისკონსინის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ენ ჯეიკობსის განცხადებით, ხმები მილუოკისა და დეინის ოლქებში გადათვალეს და შედეგები საარჩევნო კომისიის სხდომის დოკუმენტის სახით პირველ დეკემბერს გამოქვეყნდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჯოზეფ ბაიდენმა და კამალა ჰარისმა, პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებმა, 3 ნოემბრის საყოველთაო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვეს. ამრიგად, ბაიდენი იღებს ათ ხმას საარჩევნო კოლეგიაში.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა. წამყვანი ამერიკული მედიის შეფასებით, ბაიდენს აქვს 270-ზე მეტი საარჩევნო კოლეგიის წევრის მხარდაჭერა, რომელთა ხმა მას ტრამპის დასამარცხებლად სჭირდება. ამის მიუხედავად, მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ აპირებს მიმართოს სასამართლოს ხმების გადათვლის მოთხოვნით, რადგან, მისი აზრით, დემოკრატების მხრიდან არჩევნებში არაერთი დარღვევა მოხდა.