აშშ-ის ტოქსიკოლოგიურმა ცენტრებმა აპრილში სადეზინფექციო საშუალებებით მოწამვლის შესახებ 3 600-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს
აშშ-ის ტოქსიკოლოგიურმა ცენტრებმა აპრილში სადეზინფექციო საშუალებებით მოწამვლის შესახებ 3 600-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს

აშშ-ის ტოქსიკოლოგიურმა ცენტრებმა აპრილში სადეზინფექციო საშუალებებით მოწამვლის შესახებ 3 600-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ეს მონაცემები ორჯერ მეტით აღემატება თებერვლის მონაცემებს, როდესაც ტოქსიკოლოგიურმა ცენტრებმა 1 676 მსგავსი შეტყობინება მიიღეს.

ექსპერტები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ არ გამოიყენონ სადეზინფექციო და საწმენდი საშუალებები სხვა დანიშნულებით, მათ შორის პროდუქტების გასაწმენდად.

აპრილში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კორონავირუსის დაძლევა შესაძლოა, სადეზინფექციო საშუალების მიღებით ან ინფექციის გზით იყოს შესაძლებელი.