აშშ-ის ტენესის შტატში, ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში მასშტაბური აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა, სულ მცირე, 19 ადამიანი
აშშ-ის ტენესის შტატში, ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში მასშტაბური აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა, სულ მცირე, 19 ადამიანი

აშშ-ის ტენესის შტატში, ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, სულ მცირე, 19 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

აფეთქება Accurate Energetic Systems-ის ქარხანაში მოხდა.

კომპანია თავდაცვის, აერონავტიკისა და დემონტაჟის სფეროებში ენერგეტიკული პროდუქტებს აწარმოებს და ქალაქ ნეშვილიდან დაახლოებით 90 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

ადგილობრივი მედიის თანახმად, ძლიერი აფეთქების შემდეგ, რამდენიმე პატარა აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.