აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო - შეერთებული შტატები უკრაინას 180 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას გადასცემს
აშშ უკრაინას 180 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო ავრცელებს.
აღნიშნულ ჩამონათვალში არ შედის ძირითადი თავდაცვითი აღჭურვილობის ტიპები.
სააგენტოს მონაცემებით, აშშ უკრაინას გადასცემს: მოდიფიკაციებს და ტექნიკურ მომსახურებას; სათადარიგო ნაწილებს; მოხმარებად მასალებსა და აქსესუარებს; შეკეთებისა და დაბრუნების მხარდაჭერას; პერსონალის მომზადებასა და სასწავლო აღჭურვილობას; აშშ-ის მთავრობისა და კონტრაქტორების საინჟინრო-ტექნიკურ და ლოგისტიკურ მომსახურებებს; ლოგისტიკურ და პროგრამულ მხარდაჭერასთან დაკავშირებულ სხვა ელემენტებს.
სააგენტო არ აკონკრეტებს, ვინ გადაიხდის უკრაინისთვის 180 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის გადაცემას.