აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო თვითმფრინავების აღჭურვილობისთვის ხელოვნური ინტელექტის შესამუშვებლად კონკურსი გამოაცხადა
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო თვითმფრინავების აღჭურვილობისთვის ხელოვნური ინტელექტის შესამუშვებლად კონკურსი გამოაცხადა

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო თვითმფრინავების აღჭურვილობისთვის ხელოვნური ინტელექტის შესამუშვებლად კონკურსი გამოაცხადა.

პენტაგონს სამხედრო ავიაციისთვის რობოტიზებული მფრინავის შექმნა სურს, რომელსაც საჰაერო ბრძოლებში ადამიანის შეცვლა შეეძლება. პროგრამის სახელწოდებაა „საჰაერო ბრძოლის ევოლუცია“.

აღნიშნული ხელოვნური ინტელექტი მფრინავს მოწინააღმდეგეზე ახლო საჰაერო ბრძოლაში უპირატესობას მისცემს, რომელიც ყურადღების უმაღლესი ხარისხის კონცენტრაციას და თვითმფრინავის ოსტატურ მართვას მოითხოვს. პროგრამის წარმატებით განხორციელება მფრინავს ბრძოლის საერთო სურათზე კონცენტრაციის საშუალებას მისცემს, საბრძოლო ავტოპილოტი კი, საჰაერო ბრძოლაში ვითარების ცვლილებაზე რეაგირებას ადამიანზე უფრო სწრაფად შეძლებს.

ხელოვნური ინტელექტის წინაშე რთული ამოცანები იქნება. პირველ ეტაპზე, მას საკრუიზო რაკეტების ჩამოგდებას შეასწავლიან, შემდეგ ბომბდამშენებზე თავდასხმას, ბოლოს კი, მოწინააღმდეგის მაღალი მანევრირების მქონე ავიაგამანადგურებლებთან ბრძოლას.

პენტაგონში აცხადებენ, რომ პროგრამის მთავარი მიზანი არა რობოტიზებული მებრძოლის შექმნა, არამედ ისეთი ტექნოლოგიის შემუშავებაა, რომელიც ადამიანურ და ხელოვნურ ინტელექტს შორის კავშირების გაძლიერებას შესაძლებელს გახდის.