აშშ-ის თავდაცვის მდივნის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებს სირიის ჩრდილოეთიდან სამხედრო მოსამსახურეები დასავლეთ ერაყში გადაჰყავს
აშშ-ის თავდაცვის მდივნის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებს სირიის ჩრდილოეთიდან სამხედრო მოსამსახურეები დასავლეთ ერაყში გადაჰყავს

აშშ-ს სირიის ჩრდილოეთიდან სამხედრო მოსამსახურეები დასავლეთ ერაყში გადაჰყავს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა.

მარკ ესპერის თქმით, ერაყში ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნა იგეგმება, რომელთა ამოცანა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კამპანიის გაგრძელება იქნება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 7 ოქტომბერს თქვა, რომ ვაშინგტონმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის ჩრდილოეთში ქურთების სამხედრო ჯგუფების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე არსებული ციხეებიდან დაეშის მებრძოლებმა გაქცევა მოახერხეს. ტერორისტული საფრთხის პრევენციის მიზნით, ერაყის ხელისუფლებამ სირიის საზღვრისკენ ჯარების გადასროლა დაიწყო.

დატოვე კომენტარი