აშშ-ის თავდაცვის მდივანი - ვაშინგტონი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ნავთობსაბადოებთან სამხედროების ნაწილის დატოვების საკითხს განიხილავს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი - ვაშინგტონი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ნავთობსაბადოებთან სამხედროების ნაწილის დატოვების საკითხს განიხილავს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარტკ ესპერი აცხადებს, რომ ვაშინგტონი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ნავთობსაბადოებთან სამხედრო დანაყოფების ნაწილის დატოვების საკითხს განიხილავს.

ესპერმა ამერიკელი სამხედროების ნაწილის რეგიონში დატოვების საჭიროება იმით ახსნა, რომ ნავთობი „ისლამურ სახელმწიფოს“ ან სხვა დაჯგუფებას არ ჩაუვარდეს ხელში. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. უცნობია ისიც, თუ რამდენი სამხედროს დატოვება განიხილება.

ესპერის თქმით, სირიიდან ამერიკული ძალების გაყვანის პროცესის პარალელურად, ამერიკელი სამხედროების ნაწილი ამ დრომდე რჩება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ნავთობობიექტებთან „სირიის დემოკრატიულ ძალებთან“ ერთად.

„ჩვენ ამჟამად გვყავს დანაყოფები რამდენიმე ქალაქში მდებარე რაიონის სიახლოვეს, მიზანია აღვკვეთოთ „ისლამური სახელმწიფოს“ ან სხვა დაჯგუფებების ხელში შემოსავლის მოხვედრა, რომელიც მათ შესაძლოა, თავიანთი მავნებლური საქმიანობისთვის გამოიყენონ“, – განაცხადა ესპერმა ავღანეთში ვიზიტისას.

შეგახსენებთ, აშშ-მა სირიიდან ძალების გაყვანის შესახებ თურქეთის მიერ რეგიონში სამხედრო ოპერაციის დაწყების პარალელურად გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი