აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინის თავდაცვის მინისტრს უსაფრთხოების სფეროში დახმარებისა და უკრაინის სამხედრო ოპერაციების შესახებ ესაუბრა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს ესაუბრა. ამის შესახებ ოსტინმა სოციალურ ქსელში დაწერა.
საუბარი შეეხო უსაფრთხოების სფეროში დახმარებასა და უკრაინის მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს.
„აშშ რჩება კიევის დახმარების ერთგული, რათა უკრაინამ დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან“, – წერს ოსტინი.
უმეროვმა კი ოსტინს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დინამიკა გააცნო, ასევე, რა გავლენა აქვს რუსეთის თავდასხმებს უკრაინაზე.