აშშ-ის თავდაცვის მდივანი თეირანთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე საუდის არაბეთს ესტუმრა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი თეირანთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე საუდის არაბეთს ესტუმრა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი, ვაშინგტონსა და თეირანს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე, მოულოდნელი ვიზიტით საუდის არაბეთს ესტუმრა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

მარკ ესპერი სამეფოში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ლიდერებთან გამართავს მოლაპარაკებებს და ამერიკელ სამხედროებს მოინახულებს.

მას შემდეგ, რაც გასულ თვეში საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმა განხორციელდა, აშშ-მა ქვეყანაში თავისი ძალები განათავსა სამეფოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.

თავდაცვის მდივნის რანგში ეს მარკ ესპერის პირველი ვიზიტია ​საუდის არაბეთში. პენტაგონის ხელმძღვანელი ერ-რიადში ავღანეთიდან ჩავიდა.